LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით, მათ შორის არის სანქციები და არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება“

272
ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციის ლიდერები ბრიტანეთში იმყოფებიან კონკრეტული ამოცანებით, მათ შორის არის სანქციები და არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება.

„დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული „ლიდერშიფის“ უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა.

ნიკა გვარამიასა და გიორგი ვაშაძესთან ერთად ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:

  1. პოლიტპატიმრები – გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს
  2. არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება
  3. ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა
  4. სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა
  5. სანქციები – კონკრეტული მასალებით

დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით“. – წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.

დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული ლიდერშიფის უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა…

Posted by Helen Khoshtaria on Wednesday 5 March 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g