LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: „როცა საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? უპასუხა: პოეტი, ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა – ბროდსკი ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი სანაგვეზეა – ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც“

109
ელენე ხოშტარია

„როდესაც საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? მან უპასუხა: პოეტი. ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა. ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა. ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ საკანონმდებლო პაკეტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ:

„როდესაც საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? მან უპასუხა: პოეტი. ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა. ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა. ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც. ამას იმ ადგილიდან ვწერ, რომელსაც, მათი აზრით, უნდა შევეშინებინე ან გავეჩერებინე და რომლითაც მთელს საქართველოს ემუქრებიან. ფეხები არავის მოჭამოთ რუსებო! ბოლომდე!“- ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ირაკლი კობახიძე: ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში – შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით

ირაკლი კობახიძე: ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში – შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g