LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა – ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

248
2025-06-28_22-17-02_565767

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ.

ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g