„თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით,“ – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა შიმშილობს.
ხოშტარიას თქმით, ის მიიღებს მხოლოდ მედიკამენტებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტას, ელენე ხოშტარია ამას არ განიხილავს.
„მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, ამიტომ მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას, ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს, ახლა მე მათ არ ვიღებ.
თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, თუ ჩვენ ამ ბრძოლაში სრული ენერგია არ ჩავდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. როგორც ხოშტარიამ თქვა, ის ამას არ დავუშვებ და ბოლომდე იბრძოლებს.
„მე შიმშილობის მწვავე ფორმა იმ დღესვე ავირჩიე და მაგალითად მინერალური წყლები და ბორჯომი მაშინვე ამოვიღე, როგორც კი ხელისუფლების ეს რეაქცია იყო, უბრალოდ, ამაზე არ გამიკეთებია განცხადება. ამიტომ ეს გამწვავებული არის. ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია, შიმშილობა არ არის თვითმკვლელობა, დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი,“- განაცხადა ხოშტარიამ.