LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: ყველა ერთს ვჩივით, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ…უბრალოდ პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს

96
BeFunky-collage (5)

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება და წერს, რომ “უბრალოდ პარლამენტში შესვლა ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს”.

“სინამდვილეში ყველა კრიზისი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვუყურებთ, იქნება ეს ნამოხვანი, პანდემიის მართვა, ვაქცინაცია, მეწყერი თუ სხვა დიდწილად არის ნდობის დეფიციტის შედეგი. სწორედ ამას ქვია ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელიც სერიოზული გადატვირთვის გარეშე ვერ მოგვარდება.

ოპოზიციის პოზიცია, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ნდობის დეფიციტი, მხოლოდ აისბერგის თავია. გადატვირთვა უბრალოდ პარლამენტში შესვლა ვერ იქნება, ეს ლეგიტიმაციას კი არ შექმნის, შეფუთავს.

ანუ ყველა ერთს ვჩივით, მაგრამ ერთმანეთს ვერ ვხედავთ. ეს ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის და ბიძინა ივანიშვილის მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგიც”. – წერს ელენე ხოშტარია.

შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან უახლოეს დღეებში შედგეს მოლაპარაკების პროცესი – გიორგი ამილახვარი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g