LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

116
ელენე ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. მან ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიას ედავებოდნენ 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლის დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g