LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიას დედა: მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვეუბნები, შეწყვიტოს შიმშილობა

388
Untitled design (93)

ძალიან ვღელავ, ძალიან მინდა, არ იშიმშილოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და მართალი გითხრათ, მეც რომ ვყოფილიყავი, ალბათ იგივეს გავაკეთებდი, – ამის შესახებ “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას დედამ ირინა გუნცაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახში ყველა ღელავს, თუმცა, დასავლეთის გამოხმაურების შემდეგ, გაჩნდა გარკვეული იმედი, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ქვეყნის პარტნიორებს დაუჯეროს.

„რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ და არ ვიცი, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, არ იშიმშილოს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და მართალი გითხრათ, მეც რომ ვყოფილიყავი, ალბათ იგივეს გავაკეთებდი. მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვეუბნები, შეწყვიტოს.

მჯერა ჩემი შვილის და არ მჯერა ამათი”, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g