ქართველი პიანისტი ელენე თაბაგარი პრესტიჟულ ჯულიარდის სასწავლებელში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ის თავის სიხარულს ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს:
„ახლა ფლორიდის შტატში, სტეტსონის უნივერსიტეტში ვამთავრებ ბაკალავრიატს, ფორტეპიანოს განხრით, სადაც ბოლო ოთხი წელი ასპროცენტიანი დაფინანსებით სრულიად უფასოდ ვსწავლობდი. ეს კერძო უნივერსიტეტია და ძალიან გამიმართლა, რომ იქ მოვხვდი…
…ჯულიარდის პასუხი მოვიდა – გავხსენი შეტყობინება და ვხედავ: „გილოცავთ, თქვენ ხართ ჩარიცხული ჯულიარდის ბაროკოსა და რენესანსის ეპოქის მუსიკის სამაგისტრო განყოფილებაზე, კლავისინის განხრით. გადავდივარ დაფინანსებაზე და ვხედავ, რომ ორივე წლის განმავლობაში ჩემი სწავლის საფასური დაფარული იქნება ჯულიარდის მიერ. რაც კი მინატრია, იმ საღამოს ყველაფერი ამიხდა…“
