ბრიტანელი ელექტრიკოსი პატარა კუნძულის პილის მეფე გახდა. The mirror-ის ინფორმაციით, კუნძული ერთადერთ ტრაქტორს და ძველ სასახლეს მოიცავს.
33 წლის აარონ სანდერსონმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ 200 კონკურენტს აჯობა. მეფობის განაცხადი მან ამ წლის დასაწყისში შეავსო.
მონარქის მოვალეობებშია უძველესი ეზოს მართვა და კუნძულზე წესრიგის შენარჩუნება, თანაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში. პილის ტერიტორიაზეა 900 წლის სასახლის ნანგრევები და 8 კერძო კოტეჯი.
მეფედ კურთხევის ცერემონიის დროს სანდერსონს ლუდი დაასხეს, შემდეგ კი ლუდის კასრებისგან გაკეთებულ ტრონზეც დასვეს. ამ ყველაფერს 100-მდე სტუმარი ესწრებოდა. წინა მეფემ როდ სკარრმა აარონი ხმლის დახმარებით აკურთხა.
საინტერესოა, რომ კუნძულის მეფის არჩევის ტრადიცია მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან არსებობს.