LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უარი ვთქვათ სმარტფონებზე“ – ფინეთის კუნძულზე ციფრული დეტოქსი დაიწყეს

126
thumb_1024x663_ulko-tammio-11zon

ფინეთის კუნძული ულკო-ტამიო გახდა მსოფლიოში პირველი ადგილი, რომელიც ციფრული დეტოქსის ზონად გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

კუნძული ნაციონალური პარკის ნაწილია და ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით, ზღვის ჰავით და ბუნებით გამოირჩევა. იქვეა განთავსებული კოშკურა ფრინველებზე დასაკვირვებლად. დამსვენებლებს სთავაზობენ, რომ ვიზიტის დროს ტელეფონებზე უარი თქვან და გარშემო არსებული სილამაზით დატკბნენ.

ამასთან, ულკო-ტამიო გარე სამყაროს ნამდვილად არ მოსწყდება. კუნძულზე ინტერნეტი ისევ იქნება და საჭიროების შემთხვევაში ქსელით სარგებლობას ყველა შეძლებს.

ევროპაში სხვადასხვა მეთოდებს იგონებენ, რათა ტურისტები ტელეფონებს მოაშორონ. მაგალითად, საფრანგეთში, ქალაქ ალბის რესტორანში უფასო სასმელს უსხამენ იმ სტუმრებს, ვინც საკვებს გაჯეტის გარეშე მიირთმევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები