LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო ბოლიდი გეპარდის წინააღმდეგ (ვიდეო)

23

Techeetah-ის გუნდმა, რომელიც ფორმულა Е-ს, ანუ სრულიად ელექტრო ავტომობილების ჩემპიონატში მონაწილეობდა, თავისი ავტომობილი გეპარდის წინააღმდეგ რბოლაში გამოიყვანა. შეჯიბრის ამსახველი ვიდეორგოლი YouTube-ზე, სერიის ოფიციალურ არხზეა გამოქვეყნებული.

ელექტრობოლიდის საჭესთან Techeetah-ის გუნდის პილოტი, ჟან ერიკ ვერნი ზის. გეპარდს 110 კმ/სთ-ს განვითარება შეუძლია, ხოლო სარბოლო ავტომობილს 225 კმ/სთ-ს აკრება.

რგოლის საშუალებით, ფორმულა Е-ს ორგანიზატორებს გეპარდებზე კლიმატის ცვლილების გამო წარმოქმნილი პრობლემის მიმართ სურდათ ყურადღების გამახვილება. ველურ ბუნებაში 7 000 ნაკლები მტაცებელია დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები