LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო Mercedes-Benz GLC: დებიუტის თარიღი ცნობილია

106
ელექტრო Mercedes-Benz GLC დებიუტის თარიღი ცნობილია

Mercedes-Benz-მა გაამხილა, თუ როდის გამოუშვებს Porsche Macan-ის კონკურენტს. გერმანული კომპანია დიდი ხანია მუშაობს იმ EQC-ის შემცვლელზე, რომელმაც მოლოდინები ვერ გაამართლა. ახალ მოდელად იქცევა ელექტრო GLC, იგივე GLC with EQ Technology. ინტერესის გასაზრდელად Mercedes-Benz-მა გამოაქვეყნა ახალი თიზერი და დაასახელა პრეზენტაციის დრო: კროსოვერის დებიუტი სექტემბერში, მიუნხენის IAA Mobility ავტოსალონზე შედგება.

Mercedes-Benz-ის თქმით, ელექტრული GLC იქცევა ბრენდის „ახალი იმიჯის“ ნიმუშად. ვარაუდობენ, რომ ის ზომით შიდა წვის ძრავიან GLC-ს გაუტოლდება. ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია მხოლოდ ერთი თიზერი, რომელშიც  განათებული წინა პანელი ჩანს. პროპორციებზე წარმოდგენის შექმნა ოფიციალური სატესტო ფოტოებით არის შესაძლებელი.

GLC-ს ექნება 800 ვოლტიანი არქიტექტურა, ხოლო უმაღლეს ვერსიაში მისი ელემენტები თავსებადი იქნება 320 კილოვატიან სწრაფ დასამუხტ სადგურებთან. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 260 კილომეტრის სამგზავრო ენერგიის შევსება 10 წუთში იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები