სტოკჰოლმში არასწორად დაპარკინგებულ ელექტრო სკუტერებს დააჯარიმებენ. ხელისუფლება ახალ კანონპროექტზე მუშაობას და დასაწყისისთვის საუბარი მხოლოდ დაქირავებულ სკუტერებზეა.
გაქირავების სერვისები ტროტუარზე არასწორად მდგომი თითოეული სკუტერისთვის ქალაქს 25 ევროს გადაუხდიან.
ჯარიმა ძალაში უახლოეს თვეებში შევა, მანამდე კი კომპანიებს დრო აქვთ რომ მომხმარებლებს ახალი მოთხოვნები გააცნონ.
ზოგიერთი სერვისი კი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც არასწორი პარკინგის შემთხვევაში ფულს დამქირავებლის ბარათიდან აიღებს. მანამდე მას გაფრთხილებაc მიუვა იმის შესახებ, რომ ტრანსპორტი არასწორად გააჩერა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრო სკუტერს ევროპელთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და მასში სერიოზულ საფრთხეებს ხედავს. თუმცა, მას მაინც ეკოლოგიურ ტრანსპორტად აღიქვამენ და ზოგიერთ ქვეყანაში საქალაქო ტრანსპორტის სახეობად აქციეს.