LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარების მიზნით ენერგეტიკის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა

54

ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირების და ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარების მიზნით საქართველოს, ირანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

“ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევანში მოაწერა.

როგორც “ფორტუნას” ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას და სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან.  კახა კალაძემ და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო  ურთიერთობის პერსპექტივებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g