LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილი Opel Corsa ქალურ სარბოლო მანქანად გადააქციეს

119
2235198-6l3svsbjh5-whr

ელექტრომობილი Opel Corsa ფერად ქალურ სარბოლო არტ-ქარად გადააქციეს. 2023 წლის გაზაფხულზე Opel-მა კომპაქტური ჰეტჩბეკი განაახლა, რის შედეგადაც Corsa-მ თანამედროვე საფირმო სტილი და ტექნოლოგიური განახლებები მიიღო. ჰეტჩბეკის სარბოლო ვერსიაც უფრო დახვეწილი გახდა, თანამედროვე ძარა მიიღო და ტექნიკურადაც გაუმჯობესდა. ბერლინში მოღვაწე ხელოვანმა ასეთი Opel Corsa Electric თავის სარბოლო არტ-ქარის პროექტად აირჩია.

ელიზა კლინკენბერგმა ელექტრომობილი სამხატვრო ტილოდ აქცია და თავისი იდეის განსახორციელებლად ძირითადი სამი ფერი – მწვანე, თეთრი და ვარდისფერი გამოიყენა.

შავ სახურავზე თეთრი ასოებით სიტყვა E(M)POWER აწერია, რაც არამხოლოდ ელექტროენერგიის ძალას, არამედ ქალთა გუნდების სიძლიერესაც აღნიშნავს. იმისათვის, რომ თავისი ნამუშევრის იდეა კიდევ უფრო ნათელი გაეხადა, ხელოვანმა ბორტზე შეტყობინება – მანიფესტიც დატოვა:

„ჩვენ ჩვენი გზით დავდივართ. ჩვენ ლიდერები ვართ. დავდივართ თავდაჯერებულად. იმიტომ რომ ჩვენ ბევრნი ვართ და დიდი ხმა გვაქვს. ქალთა მოძრაობის დრო დადგა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g