ელექტრომობილის მფლობელები იტალიურ ჰოსტელში გაჩერებას უფასოდ შეძლებენ. „La figaro”-ს ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა დაწესებულება ლაციოს ტერიტორიაზე 23 მარტს გაიხსნება. Magliano Sabina-ს წარმომადგენლები ბუნების დაცვაზე განსაკუთრებულად იზრუნებენ. ჰოსტელი ენერგიას მზისგან იღებს, ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები კი გადამუშავებული მატერიალისგან დამზადდა.