სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება ხვალ დროებით შეიზღუდება.
“თელასის” ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, საბურთალოს რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ბედიას, მინდელის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, შავგულიძის, ეულის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინწკირველის, კახიანის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, უიარაღოს, მესხის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, ღუდუშაურის, დადიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის და სტურუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.