LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონულ აუქციონზე კურორტი „ახტალა“ 3,7 მილიონ ლარზე მეტად იყიდება

116

ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა იყიდება. ელექტრონულ აუქციონზე ამ ეტაპზე მისი ფასი 3 755 000 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს. ამასთან ინვესტორმა არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კურორტი პროექტ “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში იყიდება.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.

კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g