LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონულ Mercedes-Benz Sprinter–ს აშშ–ში გამოუშვებენ

51
sprinter

კომერციული ფურგონი, მომავალი თაობის Mercedes-Benz eSprinter აშშ–ში, სამხრეთ კაროლინას შტატში აიწყობა. ჩვეულებრივი eSprinter აქამდე მხოლოდ გერმანიაში იწარმოებოდა და ოკეანის იქით პირველად აღმოჩნდება. ახალი ელექტროფურგონის თითოეულ კონვეიერზე Mercedes-Benz 50 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს. წარმოების დაწყება კი 2023 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.

როგორც ცნობილია, ახალი Mercedes-Benz eSprinter სრულად ელექტრონულ არქიტექტურას Electric Versatility Platform მიიღებს და ის როგორც სამგზავრო და სატვირთო, ასევე სასწრაფო დახმარების ავტომობილის ვერსიითაც გამოვა. მოდელი სამი სახის ელემენტს მიიღებს და მისი ზუსტი სიმძლავრე ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.

ახალი პლატფორმის EVP–ს შექმნაზე კომპანიამ 350 მილიონი ევრო დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g