LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული „ჰამერების“ პირველი პარტია ერთ დღეში გაიყიდა

75
hummer201023

GMC Hummer EV–ის პრემიერიდან და პირველი შეკვეთების მიღებიდან ჯერ მხოლოდ ერთი დღეა გასული და მთელი პარტია გაიყიდა. უფრო მეტიც, კომპანიის საიტზე ავტომობილის დაჯავშნა უკვე შეუძლებელია.

ელექტრონული პიკაპის მიღების მსურველებს ოფიციალურ გვერდზე შეკვეთა უნდა გაეფორმებინათ და წინასწარი დეზოპიტი 100 დოლარი გადაეხადათ. მოგვიანებით კი მათ დამატებითი თანხის 112,5 ათასი დოლარის დამატებაც მოუწევდათ, რათა Hummer EV მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილს ისინი მხოლოდ 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში იხილავენ.

სიმბოლურმა პირველადმა შენატანმა გამოიწვია ის, რომ ელექტრონული პიკაპის პირველი სერია მთლიანად გაიყიდა. ასეთი პიკაპი სამძრავიანი აგრეგატითაა დაკომპლექტებული და 1014 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ერთი დამუხტვით მოდელს 563 კილომეტრის გავლა შეუძლია და 0–დან 97 კმ–ს 3 წამში ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g