კომპანია Smart–მა თავისი ყველაზე დიდი მოდელის ელექტრონული კროსოვერის პირველი თიზერი გაავრცელა. სიახლის პრემიერა 2021 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
2019 წლის გაზაფხულზე Geely–მ, რომელიც იმ დროისთვის Daimler–ის 9,7%–ს ფლობდა, გერმანული კონცერნის, Smart–ის აქციების 50% შეიძინა. 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ Smart–მა და Mercedes-Benz–მა მოილაპარაკეს და გერმანული და ჩინური ბაზრისთვის ელექტროქარების წარმოება გადაწყვიტეს. ავტომობილებს ჩინეთში ააწყობენ და პროექტის განსახორციელებლად ორივე მხარემ 2,7 მილიარი იუანის ინვესტიცია ჩადო. Smart–ის ელექტროქარების აწყობა 2022 წლიდან უნდა დაიწყოს.
ჩინურ–გერმანული ალიანსის პირველი მოდელი ელემენტიანი კროსოვერი, 4 მეტრის სიგრძის მოდელი გახდება. ამ ზომის ავტომობილი კი Smart–ის ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა.
სიახლეს ჩინურ პლატფორმა SEA–ზე ააგებენ. წინასწარი ინფორმაციით, ის ელექტრონული აგრეგატით დაკომპლექტდება და 272 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. ავტომობილი 70 კილოვატ–საათიანი სიმძლავრის ელემენტს მიიღებს და სვლის მარაგი 500 კილომეტრი იქნება.