არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები საქართველოში – ამ თემაზე არასამთავრობო სექტორის ორგანიზებითა და მონაწილეობით პარლამენტის საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა 15:00 საათზე სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” შედგება, დისკუსიის ბოლოს კი დაგეგმილია – ელექტრონული საარჩევნო პროცესის მოდელირება, ამომრჩეველთა ელექტრონული იდენტიფიკატორისა და ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის გამოყენებით. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „კარგი მმართველობის ინსტიტუტი”და IFES საქართველო.
დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილება:
– ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაცია-იდენტიფიკაციისა და ხმის დათვლის
ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები;
– ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო გამოცდილება;
– კარგი მმართველობის ინსტიტუტის პოლიტიკის დოკუმენტი – „საარჩევნო ადმინისტრაცია და
ელექტრონული ტექნოლოგიები მეტი დემოკრატიისთვის.“
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან: პარლამენტის საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო სამუშაო
ჯგუფის თანათავმჯდომარეები – ლევან იოსელიანი და შალვა პაპუაშვილი, სამუშაო ჯგუფის სხვა
წევრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და
ადგილობრვი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მომხსენებლები არიან:
მაიკლ იარდი – კიბერუსაფრთხოებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მთავარი მრჩეველი
ირაკლი ხორბალაძე – კარგი მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი
ტიგრან მუკუჩიანი – სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
შეხვედრას გაუძღვება, ქეთევან მაისურაძე – IFES-ის საქართველოს ხელმძღვანელი.
მონაწილეები პარლამენტიდან:
● ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
● დავით მათიკაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
● გიორგი კახიანი;
● კახი კახიშვილი;
● ალეკო ელისაშვილი;
● დავით ზილფიმიანი.