ბაზარზე გამოჩნდა ელექტრონული წიგნი Good e-Reader, რომლის შემქმნელებიც ერთგვარად სტერეოტიპების დანგრევას აპირებენ. სიახლეს 13,3 დიუიმიანი ეკრანი აქვს. ამჟამად ავტორები მის სერიულ წარმოებაში ჩაშვებას გეგმავენ.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს: დევაისი აღჭურვილია Freescale i.MX 6SoloLite-ის პროცესორით. აქვს სტილუს Wacom-ის მხარდაჭერაც: აქსესუარი მას კომპლექტში მოჰყვება და 1024 სახეობის დაჭერას ამოიცნობს. რაც შეეხება ელემენტს, ის 4 კვირიან ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
Good e-Reader ანდროიდის ბაზაზე იმუშავებს, რომელიც Google Play-თან იქნება ინტეგრირებული.