LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებისა და ჰიბრიდების შენახვა ჩვეულებრივ ავტომობილებზე ბევრად იაფია

55
electrocarhibrd

არაკომერციულმა ორგანიზაციამ  Consumer Reports  გამოიკვლია თუ რა ღირს ელექტროქარების, ჰიბრიდების და ჩვეულებრივი ავტომობილების შენახვა თუ რემონტი. აღმოჩნდა, რომ ამ შეჯიბრში „მწვანე“ ავტომობილების მფლობელები იგებენ.

კვლევის ფარგლებში ექსპერტებმა განსხვავებული ავტომობილების მონაცემები შეაგროვეს და თითოეულის წლიური  გარბენი მინიმ 3,2 ათასი კმ, მაქსიმუმ კი 100 ათასი კმ უნდა ყოფილიყო. გამოირიცხა ის ავტომობილები რომელთა საერთო გარბენიც 320 ათას კილომეტრს აჭარბებდა. შემდეგ თითოეული მოდელის წლიური ხარჯი, საწვავი თუ შესაკეთებლად დახარჯული ფინანსები დათვალეს. შედეგად დადგინდა, რომ ელექტრომობილები და ჰიბრიდები ჩვეულებრივ ავტომობილებზე საშუალოდ ორჯერ უფრო იაფია.

სპეციალისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ გარბენის ზრდასთან ერთად ხარჯებიც იზრდება და ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ტიპს მნიშვნელობა აღარ აქვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g