LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროსკუტერი ავტომობილზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა

103
sctrnews15

ბელარუსში ერთ-ერთ საგზაო კამერაში მოხვდა ელექტროსკუტერი, რომელიც რეკორდული სიჩქარით, 75 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. ამასთან მძღოლი არა სპეციალურად მისთვის გამოყოფილ გზაზე, არამედ ტრასაზე მოძრაობდა. ბელარუსის კანონების მიხედვით, სკუტერისთვის მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/სთ-ია. კანონდამრღვევი კი მთელი 75 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ სკუტერს არც ნომერი და არც სხვა ამოსაცნობი ნიშანი არ აქვს, მამაკაცის პოვნა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში კამერებს არაერთი მსგავსი დარღვევა დაუფიქსირებიათ და სიჩქარის გადაჭარბებაში დამნაშავე ველოსიპედიც კი ყოფილა, თუმცა სკუტერი კამერებში პირველად მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g