LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით, დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“

221
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 17 აპრილს, ღამით, მთავრობის ადმინისტრაციის შესახვლელთან მომხდარი დაპირისპირების დროს სცემეს.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

როგორც ალეკო ელისაშვილმა მედიასთან განაცხადა, მას ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით.

შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს შსს-ს დიდუბის განყოფილებაში, იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ კლინიკაში მოვედი, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი. ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულასთან“.

აქციაზე ალეკო ელისაშვილს სცემეს

„უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, რა დროსაც წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით“ — ალეკო ელისაშვილი

Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

magti 5g