პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისში, კერძოდ კი, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიონის შენობის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ საქმე ვანდალიზმთან გვაქვს.
„ვანდალიზმი და ბარბაროსობა ჰქვია ამას.
ვიღაც ცეხავიკებმა მშვენიერ მოზაიკაში ფანჯრები გამოჭრეს მიონის ერთ-ერთ შენობაზე.
ამ ქალაქს მერია ჰყავს? ზედამხედველობის სამსახური არსებობს? თუ ფული რაშიც არ კეთდება მერიას ის არ ადარდებს?“– წერს ალეკო ელისაშვილი facebook-ზე.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალის გარკვევას დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურთან ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.