LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი კობახიძეზე უარესია. ის ყველაზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას: გიგი უგულავა

46
გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ყველაზე მეტად “ქართულ ოცნებას” პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ახმოვანებს.

აღნიშნული განცხადება მან ელისაშვილის განცხადების შეფასების დროს გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ “მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიციაც მონაწილეობდა”.

„ელისაშვილი კობახიძეზე უარესია. ის ყველაზე მეტად ახმოვანებს ხელისუფლებას. ეგეც და ადრე „გირჩი“ რომ იყო და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია“, – განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას განცხადებით, ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც პირველი ნაბიჯის გადადგმაზე მთავარი პასუხისმგებელი „ქართულ ოცნებაა“.

“ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში იყოს სიტუაცია, როდესაც პარტნიორები აღარ იტყვიან – მოვუწოდებთ ორივე მხარეს. თუ მეორე მხარე არ იქნება, ჩვენ უკვე საქართველოში კი არა, ბელორუსში ვიქნებით. ასევე, ბრიყვულად გამოიყურება სახელისუფლებო პროპაგანდა, რომელიც ჩაბღაუჭებულია ამ ორივე მხარეზე და უნდა, რამენაირად ხელისუფლების პასუხისმგებლობა სულ მცირე გაუტოლოს ოპოზიციის პასუხისმგებლობას. დემოკრატია მუშაობს ასე – უმრავლესობის პასუხისმგებლობა, ცა და დედამიწაა უმცირესობის პასუხისმგებლობასთან შედარებით. ამიტომ, მთავარი პასუხისმგებელი ჩაშლილ მოლაპარაკებაზე, ისევე როგორც მთავარი პასუხისმგებელი პირველი ნაბიჯის გადადგმაზე, „ქართულ ოცნებაა“, როგორც ხელისუფლება. თუ სხვა იქნებოდა ხელისუფლებაში, სხვას მოუწოდებდნენ. დღეს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და ამიტომ, მათ მოუწოდებენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყრუ კედელია აღმართული მათ მხრიდან“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურიპარტიის ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის”ოფისში არიან შეკრებილები. მათი განცხადებით, გაფართოებული შეხვედრის ფორმატში უნდა გაიწეროს კონკრეტული მოსამზადებელი გეგმა 15 მაისის მასშტაბური აქციისასთვის.

პოპულარულები