LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე გელათზე: თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ვხედავ – საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა ადვილი არ არის 

184
ელისო ბოლქვაძე

„საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი“, – ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გელათის მონასტრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ყველა დოკუმენტს არ იცნობს, თუმცა რაშიც გაერკვნენ და კულტურის სამინისტროს მიმართეს, დამაჯერებელი პასუხები მიიღეს.

ჯაღმაიძე გელათზე: საპატრიარქომ იცის ამ ძეგლის მნიშვნელობა – პრემიერთან გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა, ეს იმედს გვაძლევს

საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა გელათთან დაკავშირებით „თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ხედავს.“

„გელათის თემატიკა ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც და კომიტეტისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კომუნიკაციები.

ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ, ამ თემას უნდა ჩაღრმავება და თუკი რაიმე არის გასაკეთებელი, რომ ძეგლი გადარჩეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის.

თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ვხედავ, გელათი არის ის ღირებულება, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ.“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კითხვაზე, ჯგუფებს, რომლებიც გელათში მუშაობდნენ, ჰქონდათ თუ არა კომპეტენციის პრობლემა, როგორც ამას საპატრიარქო ამბობს, ბოლქვაძემ თქვა, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.

კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით „იუნესკოს“ დასკვნას აქვეყნებს

„მე ვწუხვარ, მაგრამ ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან მე არ ვიცი, მე ჩართული არ ვარ ექსპერტების მუშაობის დინამიკაში. საპატრიარქოს გააჩნია ალბათ თავის რეკომენდაციები, ქალბატონ თეას აქვს თავის მოსაზრებები, ეს უნდა შეჯერდეს, ეს არის შეთანხმების თემა და მოდით, არ გვინდა ამის ასეთი აჟიტირება, ჩვენ უნდა ვისურვოთ, რომ ორივე მხარე შეჯერდეს, ჩაღრმავება უნდა ამას,“ – განაცხადა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს პასუხისმგებლობას, ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ მას არ აქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი გააჩინოს.

„ჯერ კიდევ არ იყო კულტურის კომიტეტი ცალკე, განათლების და კულტურის კომიტეტი იყო, ხოლო ქალბატონი თეა იყო პირველი, როცა გელათის პრობლემებზე დაიწყო პარლამენტში მუშაობა. გასარკვევია, რა თქმა უნდა, კომპეტენციები იმ ადამიანების.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომელიც ამ თემას მოაგვარებს კლიმატიდან, სიძველიდან გამომდინარე, ეს თემები მოგვარებადია.

საპატრიარქო: გელათში მდგომარეობა კრიტიკულია, საჭიროა, შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა

მე უნდა გავერკვიო, ყველა დოკუმენტაციას არ ვიცნობ, არ გვაქვს ასეთი ფუნქცია, რომ ყველა დოკუმენტში გავერკვიოთ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, ჩვენ არ გაქვს იმის საფუძველი, რომ გავაჩინოთ ეჭვი, მე ვფიქრობ, უნდა დავიცადოთ. გელათს აზიანებს ყველაფერი და მოდით, ვიფიქროთ ჯერ გელათზე.“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g