LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ჩაფიძე ტყუპ ბიჭებს ელოდება

60

პოლიტიკოს ელისო ჩაფიძის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. როგორც „სარკესთან“ საუბრისას ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, თებერვალში ტყუპი ეყოლება.

„ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ღმერთმა დამაჯილდოვა, საკმაოდ ბევრი წვალებისა და მკურნალობის შემდეგ თებერვალში ტყუპ ბიჭებს ველოდებით. ეს საოცარი შეგრძნებაა. ამან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა…“

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ წონაში ზედმეტად არ არის მომატებული, რესპონდენტი პასუხობს:

„წონაში მაშინ მოვიმატე, როცა ჰორმონებით ვმკურნალობდი. ეს დაახლოებით ორი წლის წინ იყო. სხვათა შორის, ბევრჯერ მეტკინა გული, „ფეისბუქზე“ ამასთან დაკავშირებულ კომენტარებს რომ ვკითხულობდი. ახლა ვგრძნობ, რომ ის შეშუპება გადის, ბავშვებს ჩემთვის უფრო მეტი ჯანმრთელობა მოაქვთ“.

ელისო ჩაფიძე მეუღლის შესახებაც საუბრობს და ამბობს, – „დათო ყოველთვის ყურადღებიანი და თბილი იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად ამჟღავნებს ამ თვისებებს. მაქსიმუმ საკეთებს, რაც მამაკაცმა შეიძლება, ცოლისთვის გააკეთოს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები