LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალს არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს – ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ!“ – ელისო კილაძე იზოლატორიდან წერილს ავრცელებს

328
ელისო კილაძე

„რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ, ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი“, – ამის შესახებ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის იზოლატორიდან ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

როგორც კილაძე წერს, ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს:

„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.

ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში. (კონკურენტებს ანადგურებსო).

ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა – ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, – აღნიშნულია ელისო კილაძის წერილში.

ვიდეო: სოციალურ ქსელში ელისო კილაძის დაკავების კადრები ვრცელდება

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მინდა ძალიან მჯეროდეს, რომ ელისო საპირისპიროს დაამტკიცებს… როცა ადამიანს ციხე ემუქრება 9-12 წლამდე, თემაზე ღლიცინი ამორალურია…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძის შესახებ

ტატა ხვედელიანი: „ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ, ის არ გამიკვირდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g