LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო კოკაია: „როგორც ვვარაუდობდი, ჰომეოპათ თინა თოფურიას აკადემიკოსის სტატუსი არ გააჩნია…“

34537
news-2148

ფარმაკოზედამხედველობის, სამედიცინო და სარეგულაციო საქმეთა მენეჯერი, ელისო კოკაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისგან  მიღებულ ოფიციალურ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰომეოპათი თინა თოფურია, რომელიც თავს აკადემიკოსს უწოდებს, არ გახლავთ ამ ოფიციალური უწყების აკადემიკოსი, შესაბამისად, კანონის მიხედვით, მას არ აქვს უფლება, რომ აკადემიკოსად იწოდებოდეს.

ეკატერინე ბერიშვილი: „ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი მჩხიბავი, შარლატანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მედიცინასთან და მით უმეტეს, მეცნიერებასთან“

ელისო კოკაია აღნიშნავს:

„როგორც  ვვარაუდობდი, ჰომეოპათ თინა თოფურიას  აკადემიკოსის სტატუსი არ გააჩნია, მეტიც, როგორც ქალბატონი თინა,  ასევე სხვადასხვა მედიასაშუალება არღვევს კანონს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ  კერძოდ, თავი II. მუხლი 3. პუნქტი 5.-ის თანახმად „დაუშვებელია, საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად, ან წევრ-კორესპონდენტად, ან აკადემიის წევრად კონკრეტული აკადემიის სრული სახელწოდების მითითების გარეშე, გარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა.“

ამ კანონის თანახმად, დაუშვებელია, ქალბატონი თინა  იწოდებოდეს აკადემიკოსად, ვინაიდან ის არ არის სახელმწიფო ლეგიტიმაციის მქონე მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არც ნამდვილი წევრი -აკადემიკოსი,  არც წევრ-კორესპონდენტი, არც საპატიო აკადემიკოსი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g