3-7 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროექტი „ელისო ვირსალაძე თბილისში“ ჩატარდება.
3 მაისს მსმენელს დაუვიწყარი კამერული მუსიკის კონცერტი ელოდება.
პროგრამა: ელისო ვირსალაძე
დავიდ ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი:
ანდრეი ბარანოვი. დანიელ ავსტრიხი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი.
დასაწყისი: 19:00 სთ
ბილეთები იყიდება: https://biletebi.ge/…/eliso-virsaladze-and-david-oistrakh…
5 მაისს მაყურებელი იხილავს პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასის სტუდენტთა კონცერტს.
მონაწილეობენ:
იულიუს ეგენსპერგერი (გერმანია)
ტაისეი შიგენო (იაპონია)
პაოლო ერენჰაიმი (იტალია)
დასაწყისი: 18:00 სთ (კონსერვატორიის მცირე დარბაზი)
დასწრება თავისუფალია
6-7 მაისს ჩატარებს პროფესორ ელისო ვირსალაძის მასტერკლასები
დასაწყისი: 11:00 სთ (კონსერვატორიის კამერული დარბაზი)
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, „შემოქმედებითი საქართველო“, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი
საინფორმაციო მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, AT.ge

