LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ელიტ ელექტრონიქსმა” ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნა

47
elit

“ელიტ ელექტრონიქსის” ახალი კონცეფციის მაღაზია გრანდიოზულად გაიხსნა. ქავთარაძის N1-ში, მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანიას არაერთი ქართველი და უცხოელი სტუმარი ეწვია. მათ განახლებულ სივრცეებთან ერთად, ასევე დაათვალიერეს ავეჯის შოურუმებიც, რომელიც პრემიუმ კლასის, იტალიური და პორტუგალიური ავეჯის უდიდესი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი.

“კომპანია “ელიტ ელექტრონიქსი”, რომელიც ლიდერი სავაჭრო ქსელია სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე, ახალ სეზონს განსაკუთრებული სიახლეებითა და სიურპრიზებით ხვდება. ბრენდმა თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა სრულიად ახალ გამოცდილებად აქცია და კომპანიამ ამიერკავკასიაში, პირველი ახალი კონცეფციის მაღაზია წარუდგინა მომხმარებლებს.

  • ავეჯის მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიო წამყვანი ბრენდებით
  • მომსახურების თანამედროვე სტანდარტები
  • განახლებული “დიჯითალ” და “გეიმინგ” ზონა
  • საგამოფენო სივრცე
  • ჭკვიანი სახლის ინსპირცია
  • ფოტოკუთხე
  • არაერთი ოფიციალური და ექსკლუზიური ბრენდის ზონა
  • ყავის დეგუსტაციის ცოცხალი კუთხე
  • კულინარიის კლუბი
  • წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის უდიდესი არჩევანი.

 

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც შეიძლება დაგხვდეთ “ელიტ ელექტრონიქსის” ცენტრალურ, განახლებულ ფილიალში.

გასული ორი ათწლეულის მანძილზე, კომპანიის მოქმედების არეალი შთამბეჭდავად გაფართოვდა და დღეს “ელიტ ელექტრონიქსი” ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია.

ქსელში 200-მდე ბრენდის, 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილია. მათ შორის არან მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდები, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Apple, Samsung, Dyson, Delonghi, Hp, Acer, Lenovo, Nobilia. “ელიტ ელექტრონიქსში” ავეჯის მიმართულების დამატების შედეგად, მათ რიცხვებს შეუერთდა ავეჯის მწარმოებელი წამყვანი ევროპული  ბრენდები Calia Italia, Bollzan, Ozzio, Tomasella, Egoitaliano, Cmcadeiras, Massif, Tillia და სხვა..

ტექნოლოგიის და სახლის კონცეფციის სრულყოფილი შერწყმა, არის ის, რაც ელიტ ელექტრონიქსს გამოარჩევს კონკურენტებისგან.

წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აიტი და ციფრული მიმართულების პროდუქცია, სამზარეულოსა თუ სააბაზანოს ავეჯი, მისაღებისა თუ საძინებელი ოთახის ინვენტარი,  ელიტ ელექტრონიქსი საშუალებას გაძლევთ ერთ სივრცეში შეიძინოთ ყველაფერი, კომფორტულად ცხოვრებისთვის”, – ნათქვამია “ელიტ ელექტრონიქსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები