კომპანია „IC Model Management”-ი 2007 წლიდან არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსის „Elite Model Look”-ის წარმომადგენელი, ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი და „Elite Model Look”-ის ორგანიზატორი საქართველოში.
Elite Model Look Georgia უკვე მეთექვსმეტედ, წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას, მათ მომზადებას და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი რჩება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში. იგი სთავაზობს ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან აქციონ მათი ოცნებები რეალობად და მიჰყვნენ მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სუნი, მაიოვა ნიკოლასი, ბირგიტ კოსი, მინგ სი, ვალერია ბულდინი, ნინა მარკერი, მეთიუ ბელი, სერჟ რიგვავა, დევიდსონ ობენებო და სხვები
პროექტში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ გოგონები და ვაჟები მთელს საქართველოდან. კონკურსის გამარჯვებულებს, ფინალურ შოუზე ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან.
„Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
კონკურსში ყოველწლიურად 70 ქვეყნიდან 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. 41-ე მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი სააგენტო „Elite Model Management”-თან და საერთაშორისო სამოდელო გამოცდილება.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპისაგან:
- ონლაინ კასტინგი მსოფლიო პლატფორმაზე სოციალური მედიის გამოყენებით
- რეგიონალური კასტინგები
- ფინალური კასტინგი თბილისში
- Boot Camp (კონკურსანტების მომზადება ფინალური შოუსთვის)
- ფინალური ღონისძიება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გოგონა და ვაჟი
- გამარჯვებულებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსის მსოფლიო ფინალზე
15 ნოემბერს გაიმართება Elite Model Look Georgia 2024-ის ფინალური კასტინგი, სადაც შეირჩევიან ფინალისტი გოგონები და ვაჟები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში გაივლიან მოსამზადებელ ეტაპს სააგენტო IC Model Management-თან.
მომზადების ეტაპზე მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები, ფოტოსესიები და სხვა აქტივობები, რის შემდეგაც ისინი წარსდგებიან ფინალურ ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე.
19 დეკემბერს გაიმართება საქართველოს მე 16-ე ფინალი სადაც საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელი ქალბატონი ჯენიფერ მეი და ELITE MODEL LOOK GEORGIA-ს ორგანიზატორი ქ-ნი ია კიწმარიშვილი, დაასახელებენ გამარჯვებულ გოგონას და ვაჟს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალზე.
საკონტაქტო პირი: მაცაცო გულუა – 599 983940