Elite Model Look-ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც უკვე მე-16-ედ, წარმატებით ჩატარდა საქართველოში კომპანია ელიტის ექსკლუზიური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის მიერ.
კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი რჩება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში. იგი სთავაზობს ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან, აქციონ მათი ოცნებები რეალობად და მიჰყვნენ მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ნაომი კემპბელი, ადრიანა ლიმა, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სუნი და სხვები.
Elite Model Look-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოველწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Elite Model Management-თან და აქტიური საერთაშორისო კარიერა.
წელს ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კანდიდატმა და მათგან შერჩეულია მხოლოდ 12 გოგონა და 7 ვაჟი კონკურსანტი, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად.
16 დეკემბერს, სასტუმროში “თბილისი ფილარმონია მერკურისაგან“ ჩატარდა Elite Model Look Georgia 2025-ის ფინალური ღონისძიება, სადაც საერთაშორისო სამოდელო კონკურსის
ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯენიფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia-ს ორგანიზატორმა ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა, დაასახელეს გამარჯვებული გოგონა და ვაჟი, რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე.
Მე 16-ე Elite Model Look Georgia 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ: 16 წლის მარიამ კალაძე და 18 წლის დაჩი კანთელაშვილი.

მარიამი და დაჩი 2026 წლის დასაწყისში წარადგენენ ჩვენს ქვეყანას 41-ე მსოფლიო ფინალურ ღონისძიებაზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.

