LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბეტ ჰარლი 22 წლის ვაჟთან ერთად, რომელიც მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – ულამაზესი დედა-შვილის შთამბეჭდავი გამოჩენა

244
page

მელბურნში ყოველწლიური დოღი, Crown Oaks Day გაიმართა. ამ ღონისძიებაზე მსახიობი, ელიზაბეტ ჰარლი, თავის ერთადერთ ვაჟთან, 22 წლის დემიენ ჰარლისთან ერთად გამოჩნდა.

59 წლის მსახიობი შეუდარებლად გამოიყურებოდა საგულდაგულოდ შერჩეული, კაშკაშა „ლუქებით“. მან ჯერ ყვითელი კაბა მოირგო, რომელსაც უზარმაზარი ყვავილი შეუხამა, შემდეგ კი დახვეწილი, თეთრი კაბა მოიხდინა. საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა დემიენიც, რომელსაც ღია ვარდისფერი კოსტიუმი ეცვა.

აღსანიშნავია, რომ დემიენი უკვე საკმაოდ წარმატებული რეჟისორია. ელიზაბეტმა ეროტიკულ თრილერში მიიღო მონაწილეობა, რომლის რეჟისორიც სწორედ ჰარლის ვაჟია. 

ფოტო/ვიდეო: „არ მაქვს პრობლემა, როცა ჩემი შვილი პიკანტურ სცენებში მიღებს“ – 58 წლის ელიზაბეტ ჰარლიმ 21 წლის ვაჟი გამოაჩინა, რომელიც დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს

ფოტო: გაიცანით დამიანე – ელიზაბეტ ჰარლიმ ერთადერთი ვაჟი გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები