LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ELLE-ს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

107
ELLE

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებს, ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე მოდის ტრენდებს.

ELLE-ს უნგრული რედაქცია ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მოდისა და კულტურის შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს, რომელსაც მკითხველები გაეცნობიან როგორც გამოცემის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში.