ელტონ ჯონის Ferrari 365 GTB/4 Daytona ახალ მფლობელს ეძებს. უნიკალური ლოტი დიდ ბრიტანეთში გამოფინეს. ავტომობილს ცნობილი მომღერალი 1973-75 წლებში ფლობდა და მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობებიც ქონდა.
მას შემდეგ სპორტქარმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა და დღემდე არაჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო შენარჩუნებული. ერთადერთი განახლება სალონის გაფორმებას შეეხო.
ავტომობილთან ერთად აუქციონის სახლი ახალ მფლობელს ორიგინალ დოკუმენტებსაც გადასცემს, მათ შორის – სერვისის წიგნს, შეკვეთების ბლანკს და ასევე სერთიფიკატს, რომელშიც გარბენი – 132 ათასი კმ. ოფიციალურადაა დადასტურებული.
მოდელი Ferrari 365 GTB/4 Daytona 4,4 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავითაა უზრუნველყოფილი და 353 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან პირველ 100კმ-ს ავტომობილი 5,1 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-ია.
აუქციონი 21 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი და ორგანიზატორები ავტომობილის 425-დან 475 ათას ევრომდე გაყიდვას ვარაუდობენ.