LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელვის პრესლის შვილიშვილი ჯონ ტრავოლტას უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა? – უჩვეულო ისტორია და ჰოლივუდი დიდი სკანდალის წინაშე

3534
page

ჰოლივუდში ახალი სკანდალური ისტორია მწიფდება. ელვის პრესლის შვილიშვილი, მსახიობი, რაილი კიო, შესაძლოა ჯონ ტრავოლტასა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, კელი პრესტონის, უმცროსი ვაჟის ბიოლოგიური დედა იყოს. ამის შესახებ TMZ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

სენსაციად ქცეული ინფორმაცია გამოიკვეთა სასამართლო პროცესის ფარგლებში, რომელიც პრისცილა პრესლის ოჯახის წევრებს უკავშირდება. დოკუმენტების თანახმად, ტრავოლტამ და პრესტონმა დონორი კვერცხუჯრედის გამოყენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2009 წელს ტრაგიკულად დაკარგეს ვაჟი, ჯეტი. წყაროს მტკიცებით, დონორი სწორედ რაილი კიო გახდა, რის შედეგადაც 2010 წელს ბენჯამინი დაიბადა.

კიომ დონორობის სანაცვლოდ ფინანსური ანაზღაურება და ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ სასამართლო დოკუმენტებში ფიგურირებს და არც რაილი კიოსა და არც ჯონ ტრავოლტას მხრიდან ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ისტორია განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას იძენს იმის გამოც, რომ ბენჯამინ ტრავოლტას იგივე სახელი ჰქვია, რაც რაილი კიოს ძმას, ლიზა მარია პრესლის ვაჟს, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიუხედავად გახმაურებული ბრალდებებისა, საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მსოფლიო ელოდება, დადასტურდება თუ არა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და სენსიტიური ისტორია ცნობილ ოჯახებს შორის.

ელვის პრესლის შვილიშვილმა ბებიას სასამართლო დავა მოუგო და შეურიგდა

ჯონ ტრავოლტას ქალიშვილი მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს – მამა-შვილის უახლესი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები