ბაზ ლურმანის ახალი ფილმის, „ელვისის“ ხმაურიანი პრემიერისა და „ოქროს გლობუსზე“ ტრიუმფის შემდეგ, მსახიობი ოსტინ ბატლერი ამჯერად ლიზა მარია პრესლის დაკრძალვაზე გამოჩნდა. გლობუსის მფლობელი ამომავალი ვარსკვლავი გრეისლენდში გამართული სამგლოვიარო ცერემონიას მეგობარ გოგონასთან, კაია გერბერთან ერთად დაესწრო. ეს წყვილის ერთ-ერთი იშვიათი საჯარო გამოსვლაა.
საინტერესოა, რომ „ელვისის“ როლის შემსრულებელი წელს „ოსკარის“ მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. ის ლიზა მარია პრესლის ახლო მეგობარი იყო და ლიზას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე ლიზას და პრისცილა პრესლის, პერსონალური მადლობაც გადაუხადა.
„ახალი ბრედ პიტი“ – სევდიანი ოსტინ ბატლერის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს