მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სიმ” რუსთავში, შარტავას N11-ში პირველი სერვისცენტრი გახსნა. სერვისცენტრი რუსთავის მაცხოვრებლებს მოემსახურება და მათ სხვადასხვა სასესხო პროდუქტებს შესთავაზებს, მათ შორის ავტოლომბარდს, ბიზნეს და იპოთეკურ სესხებს.
”ჩვენი კომპანია მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, გამოირჩევა რეგიონში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების მაღალი სტანდარტით. სესხებთან ერთად ”ემ ბი სიში” შეგიძლიათ ისარგებლოთ ფულადი გზავნილების, კომუნალური ან სხვა გადახდების მომსახურებით”, – განაცხადეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ”ემ ბი სი” მომავალშიც გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც ქვემო ქართლის, ასევე მთლიანი საქართველოს მასშტაბით.
შეგახსენებთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ემ ბი სი” 4 წელია ბაზარზეა წარმოდგენილი და მისთვის ეს რიგით მეექვსე ფილიალია.