LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა რობერტსი ბიჭის დედა გახდა

171
page

29 წლის მსახიობ ემა რობერტსსა და მის შეყვარებულს, გარეტ ჰედლუნდს პირველი შვილი შეეძინათ,  ბავშვის სქესი და სახელი ცნობილია. ვარსკვლავურმა წყვილმა ვაჟიშვილს როუდსი დაარქვა.

ცნობისთვის, მშობიარობამდე მსახიობმა ამერიკული ,,კოსმოპოლიტენის” გარეკანი დაამშვენა. ემამ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და თავის პრობლემებსა თუ ემოციებზე გულწრფელად ისაუბრა. მისი განცხადებით, მას ფერტილობის პრობლემები ჰქონდა, კვერცხუჯრედიც გაყინა და როდესაც ორსულობის შესახებ გაიგო, ის ძალიან  გაოცებული იყო.

შეგახსენებთ, ემა და გარეტი ერთად უკვე ერთი წელია რაც არიან. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, რამდენიმე თვეში კი სასიყვარულო  გრძნობებში გადაიზარდა.  ჯერჯერობით უცნობია, როდის დააკანონებს წყვილი ურთერთობას.

ორსულმა ემა რობერტსმა ,,კოსმოპოლიტენის" გარეკანი დაამშვენა

ვარსკვლავმა შავი ბიკინი მოირგო და სხეული ბოლომდე გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები