LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სტოუნი Louis Vuitton-ის სახე გახდა

45

ალისია ვიკანდერის, სელენა გომესისა და ლეა სეიდუს შემდეგ, ბრენდ Louis Vuitton-ის სახე „ლა ლა ლენდის“ ვარსკვლავი, ემა სტოუნი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარკის კრეატიულმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესკერმა „ინსტაგრამზე“ დაადასტურა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ემა სტოუნი ჩვენი ბრენდის სახეა“.

I am truly happy #emmastone is joining #louisvuitton today as a new ambassador

A post shared by (@nicolasghesquiere) on

ცნობილი გახდა ვარსკვლავსა და მარკას შორის ურთიერთობის დეტალებიც: ბრენდი მსახიობთან მოლაპარაკებას ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა მუდმივად უარს იღებდა. ამჯერად კი, ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწია. რაც შეეხება ჰონორარს, სტოუნს ბრენდი 6-დან 10 მილიონ დოლარამდე გადაუხდის.

თავად ემას სიახლეზე კომენტარი არტ გაუკეთებია, თუმცა ფილმის „სქესთა ბრძოლა“ ლონდონურ პრემიერაზე ის სწორედ Louis Vuitton-ის კაბაში გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები