LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა უოტსონი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია

57

„მზეთუნახავი და ურჩხული“ კინოგაქირავებაში რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და საკმაოდ წარმატებულადაც. სწორედ ამის გამო, უოტსონმა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალის ტიტული მოიპოვა.

ემას ოფიციალური ჰონორარი ფილმიდან 2,5 მილიონი დოლარი იყო, თუმცა ამას კინოგაქირავების მოგებიდან დამატებული პროცენტიც ერთვის, რაც საბოლოდ დაახლოებით 17,5 მილიონამდე ადის.

ამ მაჩვენებლით ემამ უკან ჯენიფერ ლოურენსი მოიტოვა. რეიტინგის სათავეში ლოურენსი 2 წლის წინ 15 მილიონით ფილმით „შიმშილის თამაშები“ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები