LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი 28.1%, მარინ ლე პენი 23.3% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის ეგზიტპოლების შედეგები

100
Untitled design (9)

საფრანგეთში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხმების 28.1 პროცენტი აქვს, მის მთავარ კონკურენტს, მარინ ლე პენს კი 23.3 პროცენტი.

შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ეგზიტპოლების მიხედვით, 20.1 პროცენტით მესამე ადგილზეა ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი.

მეოთხე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე, ანტიმიგრციული განცხადებებით ცნობილი ერიკ ზემური, რომელსაც ხმების 7.2 პროცენტი აქვს.

მეხუთე ადგილზე კი „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ქალი კანდიდატი ვალერი პეკრესია ხუთი პროცენტით.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება. საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი ვადით ირჩევენ.

დღეს გამართულ არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g