LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი: ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, შესაძლოა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ

129
BeFunky-collage

„ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, დეზინფორმაცია და ყალბი ამბები დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მაკრონის განცხადებით, ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნეტ პლატფორმებმა და გავლენიანმა ადამიანებმა, ისევე როგორც ჟურნალისტებმა პასუხი აგონ ყალბი ამბების გავრცელებისთვის.

პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება ეხება იმ უცხოურ მედია საშუალებებსაც, რომლებიც ინფორმაციას საფრანგეთის ტერიტორიაზე ავრცელებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დემოკრატიები ამ დროისთვის არ არიან საკმარისად ძლიერი, რათა გარე ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მოთამაშეებს წინ აღუდგნენ.

ე.წ. ფეიკ ნიუსების გავრცელება განსაკუთრებით მეტ აქტუალობას, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იძენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g