საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია, ელისეის სასახლეში, შედგა.
საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდნტმა ლორან ფაბიუსმა ის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოაცხადა.
“ხალხის სუვერენული არჩევანით, შენ ახლა უპირველეს ყოფლისა… ქვეყნის კაცი ხარ… საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი”,- მიმართა მან ემანიუელ მაკრონს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავისი სიტყვა, ახალ რენესანსზე საუბრით დაიწყო.
“მსოფლიოს სჭირდება ის, რასაც საფრანგეთი ყოველთვის სწავლობს. ათწლეულების მანძილზე, საფრანგეთი ყოველთვის ორჭოფობდა… მაგრამ ახლა საფრანგეთმა თქვა, რომ მსოფლიო და ევროპა მას ისე სჭირდება, როგორც არასდროს”,- განაცხადა მანკრონმა.
ემანუელ მაკრონმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საფრანგეთი მსოფლიოში მის პოზიციებს აღიდგენს.
“საფრანგეთი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის წარმატებულია. საფრანგეთი მოდელია მსოფლიოსთვის იმ შემთხვევაში, თუ ის სამაგალითოა. ჩვენ დავუბრუნებთ საფრანგეთს მომავლის შეგრძნებას და სიამაყეს ფრანგებს, თავიანთი ეროვნების გამო. მთელი მსოფლიო მიაქცევს ყურადღებას იმას, რასაც საფრანგეთი იტყვის, რადგან ჩვენ შიშზე და საფრთხეებზე მაღლა დავდგებით. ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ხალხის მაგალითი, რომლებმაც იციან, როგორ უნდა დააფასონ თავიანთი ფასეულობები და დემოკრატიული რესპუბლიკის პრინციპები”, – განაცხადა მაკრონმა.
მანვე დასძინა: დღეიდან ყოველ საღამოს მე ვიმუშავებ, საფრანგეთისა და ფრანგების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.
ინაუგურაციის დაწყებამდე ემანუელ მაკრონს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვდა და სახელმწიფო საიდუმლოებისა და ბირთვული შეიარაღების კოდები გადასცა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ელისეის სასახლე უკვე დატოვა.
თამთა უთურგაშვილი