საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ომი იყო გამოღვიძების ზარი, ევროპისთვის „ახალი ეპოქის“ დასაწყისი, რომელიც უფრო დიდ ეკონომიკურ და თავდაცვით ავტონომიურობას მოითხოვს.
სატელევიზიო მიმართვისას მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ხაზი გაუსვა საერთო, დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვის სტრატეგიის აუცილებლობას.
მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააძლიერებს ინვესტიციებს თავდაცვის სექტორში, თუმცა, დამატებით დეტალებზე აღარ ისაუბრა.
საფრანგეთის ლიდერმა გამოსვლაში ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოითხოვა, რათა მოხერხდეს უკრაინელებისთვის დახმარების მიწოდება.
მაკრონის თქმით, ომის შედეგებს უდავოდ იგრძნობენ მთელ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, სადაც სავარაუდოდ, გაიზრდება ბენზინის, გაზისა და ყოველდღიური ნივთების ფასები.
ენტონი ბლინკენი რუსეთის მოსახლეობას მიმართავს – ეს არის პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი