საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
საქმე ეხება ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავის, რომელიც საჰელის რეგიონში მოქმედი, „ისლამური სახელმწიფოს“ საჰარის ფრთის ლიდერი იყო.
მაკრონს ოპერაციის დეტალებზე არ უსაუბრია. საჰელის რეგიონში საფრანგეთმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 2014 წელს დაიწყო.